ციფრული საფულე OR ვოლეთი
გამოიყენე ციფრული საფულე შენი ქსელის მონეტიზაციისთვის
ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მომხმარებლებისთვის თანამედროვე ფინანსური მომსახურების შეთავაზება. გამოგვყევი ახალ სამყაროში, სადაც საყვარელი ყავის ჯიხურიც კი ადვილად გახდება ფინტექნიკის ძალის ნაწილი…
შეაბიჯე ფინტექ სამყაროში ციფრული საფულით
არ დაკარგო დრო, საფულეს
ჩვენ დაგინერგავთ
- შესთავაზე მომხმარებლებს ინდივიდუალური ან ბიზნეს საფულის ანგარიშები
- დაამატე, შეავსე, შეინახე ან გადარიცხეთ თანხები საფულეებსა და საბანკო ანგარიშებს შორის. .
- გამოუშვი ვირტუალური და ფიზიკური Prepaid ბარათები
გაზარდე გაყიდვები
შესთავაზე ქეშბექისა კამპანიები, ცნობილი ბრენდებისგან
ჩვენი სუპერ ძალები,
ავტომატურად შენს სამსახურში გადმოდის
საქმიანობის ლიცენზია
ისარგებლე ჩვენი ლიცენზიით ყოველგვარი ტექნიკური და ოპერაციული ინვესტიციის გარეშე და დაიცავი რეგულაციები
შექმენი შენი საკუთარი ფინტექ ბრენდი
ჩვენი ფუნქციებით მდიდარი API-ებით ჩაუშვი საკუთარი საფულის აპლიკაცია და მოარგე შენს უნიკალურ ბიზნეს მოდელის
გაუშვი საკუთარი საბარათე პროგრამები
შეიმუშავე საკუთარი Prepaid ბარათების პროგრამა და ჩვენ ვიმუშავებთ შენთვის
ეს ჩვენი საქმეა!
არ იფიქრო გუნდების ფორმირებაზე, შესაბამისობაში ყოფნაზე, იურიდიულ გამოწვევებზე - ჩვენი ექსპერტების გუნდი ყველაფერზე იზრუნებს
ჩვენ დაგეხმარებით
ჩვენ დაგეხმარებით და გაგიზიარებთ გლობალურ ნოუ-ჰაუს თქვენი პროექტებისთვის. მას შემდეგ, რაც შენს ციფრულ საფულეს გავუშვებთ, ჩვენი ოპერაციებისა და პროდუქტების გუნდები შენს გვერდით იქნებიან.
გაქვს
შეკითხვები?
ციფრული საფულეები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებში, ამიტომ ბევრი ტიპის ბიზნესს სურს მისი შეთავაზება. თუმცა ყველა ტიპის კომპანია ამას ვერ ახერხებს მაღალი ხარჯებისა და რთული საოპერაციო საქმიანობის გამო.
მსხვილი და საშუალო კორპორაციები, სადისტრიბუციო კომპანიები, სპორტული კლუბები, საცალო ვაჭრობის კომპანიები, მობილური აპლიკაციები, რომლებიც ემსახურებიან ინდივიდუალურ ან კორპორატიულ მომხმარებლებს, ბენზინ და გაზ გასამართი სადგურები, ფინტექ კომპანიები და ბევრი სხვა - ციფრული საფულის გამოყენების საუკეთესო კანდიდატები არიან.
თქვენი მობილური აპლიკაციის ციფრულ საფულედ გადაქცევას შეუძლია მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა მოგცეთ ბაზარზე. ციფრულ საფულეებს შეუძლიათ გააძლიერონ მომხმარებელთა ჩართულობა და გამოცდილება, უზრუნველყონ მათთვის სწრაფი და მოსახერხებელი გადახდის მეთოდები.
ჩვენ გვჯერა მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების. ჩვენი API-ების პაკეტი შედგება 400-ზე მეტი მოქნილი სერვისისგან. შესაბამისი გუნდები მუდმივად უზრუნველყოფენ მათ განვითარებას და დახვეწას, პარტნიორი კომპანიების მოთხოვნების მიხედვით.
ციფრული საფულის სერვისები ექვემდებარება მკაცრ რეგულაციებს და სავალდებულოა, რომ კომპანიები, რომლებიც ბაზარს აღნიშნულ სერვისებს სთავაზობენ, იყვნენ ლიცენზირებულნი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და და ხდებოდეს მათი რეგულარული შემოწმება.
იუნაითიდ ფეიმენთი ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და პასუხისმგებელია ყველა მოქმედი რეგულაციის დაცვაზე, მათ შორის ფულის გათეთრებისა და თაღლითობის პრევენციის წინააღმდეგ.
ჩვენ პასუხისმგებელები ვართ მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და საიმედო სერვისის მიწოდებაზე.
ციფრული საფულის სერვისებთან აპლიკაციების ინტეგრირებისას გადამწყვეტია ხარისხიანი ტესტის გარემო და დეველოპერის პორტალი. ჩვენი პლატფორმა ორივეს გვთავაზობს. ჩვენი სატესტო გარემო დეველოპერებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ API-ები sandbox გარემოში. მასში მოცემულია მაგალითები, რათა დაეხმაროს დეველოპერებს სწრაფად ამუშავებაში. ჩვენი დოკუმენტაცია კარგად არის დაწერილი და ადვილად შესასრულებელი. დეველოპერებისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და რესურსების მიწოდებით, კომპანიებს ვეხმარებით ინოვაციების დანერგვაში და ზრდაში.
როცა ჩვენ
საქმეში ვართ,
თქვენ შეგიძლიათ
მშვიდად იყოთ